ბიზნესი
17/07/2020

ჰუალინგ ჯგუფმა ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" გახსნა

"ჰუალინგ ჯგუფმა" სამხრეთ კავკასიაში სამშენებლო და სარემონტო მასალების უმსხვილესი ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" გახსნა. პროექტის განხორციელებაში ჯგუფმა 15 მლნ ლარი ჩადო.

ჰიპერმარკეტი თბილისის ზღვის პლაზაში, 12 000 კვმ. ფართობზეა განთავსებული, იყიდება როგორც იმპორტირებული, ასევე ქართული წარმოების სამშენებლო მასალები.

ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია 60,000-მდე დასახელების პროდუქცია, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების შოურუმი, პროდუქციის მისაღები ფასი, გაყიდვამდე და გაყიდვის შემდგომი მომსახურების კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული სერვისი.

„პანდემიის პერიოდში განხორციელებული "ჰუალინგ ჯგუფის“ ეს პროქტი და ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ეპიდემიოლოგურად და ბიზნესისთვის. ეს პროექტი ასევე ერთ-ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება ქართულმა ბიზნესმა, ინვესტორმა პრობლემა ახალ შესაძლებლობად აქციოს - იმის გამო, რომ ჰიპერმარკეტის დასრულება საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა და შეუძლებელი იყო ფიზიკური ვაჭრობა, ჰიპერმარკეტმა ფუნქციონირება ონლაინ რეჟიმში დაიწყო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მთლიანობაში „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში 600 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა.

„მიჰაუსის“ ჰიპერმარკეტში 150 ადამიანი დასაქმდება.

Businesspartner