ბიზნესი
05/10/2020

ჰუალინგ დაზღვევის შეძენა ბაზისბანკის ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი

ჰუალინგ დაზღვევა და ბაზისბანკი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში მარტივად, რამდენიმე წუთში, შეიძინოს ყველაზე მოთხოვნადი სადაზღვევო პროდუქტი - ავტოდაზღვევა  საუკეთესო პირობებით. პროდუქტი ითვალისწინებს ისეთი გავრცელებული რისკებისგან დაზღვევას, როგორებიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი. ასევე, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას, რომელიც სხვისი მანქანის, ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში აანაზღაურებს მესამე პირის ქონების შეკეთებისა და მკურნალობის ყველა ხარჯს.

უახლოეს მომავალში, ბაზისბანკის სერვისცენტრებში შესაძლებელი გახდება სხვა დაზღვევის ტიპის ფინანსური პროდუქტების შეძენაც.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს, ბაზისბანკის ჰოლდინგს შეემატა შვილობილი კომპანია „ჰუალინგ დაზღვევა“. კომპანია გამოირჩევა ყველაზე მარტივი და მოქნილი სადაზღვევო პროდუქტებით: ავტომობილის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა. ბანკის ჰოლდინგური განვითარება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს ფინანსური სერვისების სრული სპექტრი ერთ წერტილში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022