ბიზნესი
30/11/2020

ჰოსპიტალურმა სექტორმა დამატებითი საწოლები გამოყო - ჯეო ჰოსპიტალსი

პრემიერთან ყოველკვირეული შეხვედრა იმართება. ხდება ინფორმაციის გაცვლა, თუ როგორი იყო წინა კვირა, რამდენი საწოლი დავამატეთ და როგორია COVID პაციენტების მართვა, - კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძე პრემიერისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდვების შესაძლო ეფექტს, რომელიც რა თქმა უნდა ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება.

„მოხდა დამატებითი საწოლების გამოყოფა სხვადასხვა ჰოსპიტალური ქსელიდან. მაგალითად ჩვენს ქსელში ჭიათურას დავამატეთ, კვირის ბოლოს კი ვანის და ბორჯომის ჰოსპიტალი იქნება დამატებული. ასევე განვიხილეთ შეზღუდვების შესაძლო ეფექტი, რომელიც რა თქმა უნდა ჰოსპიტალურ სექტორზე პირდაპირ აისახება. ვემზადებით ამ პროცესისთვის. თავისთავად სიტუაცია არის რთული, თუმცა მართვადი ამ ეტაპზე. ვისაუბრეთ ონლაინ კლინიკების ეფექტურობაზე, რომელიც საქართველოს ბევრ რეგიონში შესაძლებელია ჩაირთოს და ბინაზე დარჩენილი პაციენტებისთვის, უფრო ეფექტანი გახდეს და უფრო შემსუბუქდეს მათი მდგომარეობა“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022