ბიზნესი
27/10/2020
HoReCa სექტორს სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ 25 მლნ-მდე დავალიანება დაუგროვდა
HoReCa სექტორს სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ დავალიანება დაუგროვდა. დისტრიბუტორთა ასოციაციის ცნობით, საუბარია 20-დან 25 მლნ ლარამდე, რომლის გასტუმრების თარიღიც არსებული ვითარებიდან გამომდინარე გაურკვეველია.
ასოციაციაში მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ და მთავრობის დახმარების გარეშე უმუშევრობის კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს პროგნოზირებენ.
ივა ჭყონიას მტკიცებით, აუცილებელია, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა ბიზნესის დასახმარებლად რესურსები გამონახონ.
ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დაწესებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებაა. ცნობისთვის, მთავრობას ამ მოთხოვნით ბიზნესმა უკვე მიმართა, თუმცა ხელისუფლებას შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.