ბიზნესი
27/10/2022

"ჰერბიამ" დაჭრილი მწვანილების და ბოსტნეულის მზა სალათების წარმოება დაიწყო

მწვანილების და ბოსტნეულის მწამოებელი კომპანიამ „ჰერბია“ დაჭრილი მწვანილების და ბოსტნეულის მზა სალათების წარმოება  დაიწყო. ახალი ხაზი  აღნიშნული პროდუქტების  გადამუშავებას, შეფუთვას და ბაზარზე საჭმელად მზა სახით გატანას გულისხმობს.

კომპანიის თანადამფუძნებელი დავით ჯანელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ახალი ხაზი უკვე ამოქმედებულია, თუმცა, დაჭრილი სახით მწვანილები ჯერ მხოლოდ რამდენიმე  მაღაზიაში იყიდება, ნოემბრის ბოლომდე კი ახალი პროდუქტი უკვე თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში  ხელმისაწვდომი იქნება.  

მისი თქმით, დაჭრილი სახით  შემდეგი  მწვანილები გაიყიდება: ქინძი, კამა. იქნება სხვადასხვა სახის დაჭრილი მწვანილი, ოხრახუში, მწვანე ხახვი,ასევე 4 სახეობის სალათი, რაშიც სალათის ფურცლებთან ერთად შერეული .„ევროპაში ასეთი პროდუქტები საკმაოდ პოპულარულია და რატომ არ უნდა ყოფილიყო საქართველოში?“-აცხადებს ჯანელიძე.

მისი თქმით, მწვანილები 40 გრამიან, ხოლო სალათები - 150 გრამიან შეფუთვაში გაიყიდება.  

შეგახსენებთ, ქვეყანაში მწვანილის ერთ-ერთმა მსხვილმა მწარმოებელმა ამ იდეისთვის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 100 000 ლარიანი გრანტი 2022 წლის აპრილში მოიპოვა.კომპანიის დამფუძნებელი დავით  ჯანელიძე აღნიშნავს, რომ პროექტი ინოვაციურია საქართველოს ბაზრისთვის.

ინფორმაციისთვის, წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიური საწარმო 30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და დასაქმებული ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი. 

 

 

Businesspartner