ბიზნესი
25/10/2022
ჰერბია: 1-2 ჩვენნაირი კომპანია სანამ არ იქნება, მწვანილს ექსპორტზე ვერ გავიტანთ
მწვანილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი პროდუქციის ექსპორტზე გატანას აღარ გეგმავს. მიზეზი საქართველოს ბაზარზე დიდი მოთხოვნა და პროდუქციის ნაკლებობაა.
კომპანიის თანადამფუძნებელი დავით ჯანელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ გასული წლიდან დღემდე გაყიდვები დაახლოებით 25%-ითაა გაზრდილი, საექსპორტო პროდუქცია კი თითქმის აღარ რჩება.
„საქართველოში დღეს ერთგვაროვანი პროდუქციის ნაკლებობაა. სანამ არ განვითარდება სოფლის მეურნეობა და ჩვენნაირი კომპანია 1-2 მაინც არ იქნება, პროდუქციას ექსპორტზე მასიურად არ გავიტანთ,“ - აცხადებს ჯანელიძე.
ინფორმაციისთვის, "ჰერბია" წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიური საწარმოა, რომელიც 30–მდე დასახელების მწვანილს, ბოსტნეულს, ასევე სხვადასხვა სახის სოუსებს აწარმოებს.