"გურია ფიშის" ნორვეგიული ორაგული ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება
კომპანია „გურია ფიში“ ნორვეგიულ ორაგულს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე იგეგმება.
საწარმო გურიაში, სოფელ კვირიკეთში მდებარეობს.
"გურია ფიშის" დირექტორის ალექსანდრე ტოტოჩავას თქმით, საწარმოში 1,2 მლნ ევროს ინვესტიციაა განხორციელებული, აქედან მეურნეობა 1,5 მლნ ლარით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაფინანსდა.
"სამომავლოდ ვგეგმავთ ლიფსიტები გადავიყვანოთ ზღვის წყალში, სადაც მოხდება მისი სარეალიზაციო ზომამდე მიყვანა და ვაპირებთ მის ექსპორტზე გატანას იაპონიასა და ევროპის ქვეყნებში", - ამბობს კომპანიის დირექტორი.
მისივე თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონისთვისაც როგორც დასაქმების, ასევე ინვესტიციების თვალსაზრისითაც.
საბოლოო ეტაპზე "გურია ფიში" 25 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავს, ამ დროისთვის კი საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული
სალიფსიტე მეურნეობა პრემიერმა დაათვალიერა და როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა გაგრძელდება, რადგან ეს ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას და მცირე საწარმოების განვითარებას.