ბიზნესი
19/03/2020

გურამ ბაღდოშვილი: ვირუსის შემდეგ საქართველო შესაძლოა პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად იქცეს

გურამ ბაღდოშვილი არ გამორიცხავს, რომ COVID-19-ის გადავლის შემდეგ საქართველო ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდეს.

ამის თქმის უფლებას გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის ბორდის წევრსა და დამფუძნებელს ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები აძლევს.

“საქართველოზე ბევრად განვითარებულმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს კორონას შემაკავებელი ზომების მიღება ისე ეფექტურად, როგორც საქართველომ და არ არის გამორიცხული, საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი წერტილი, სადაც ტურიზმი მოაწვება, რადგან ასეთი პატარა ქვეყანა ვართ და ასე ცოტა ადამიანი გვყავს დაავადებული”, – განაცხადა ბაღდოშვილმა გადაცემა ბიზნესპარტნიორში.

ბაღდოშვილი ქართველების ქმედებებზეც აღნიშნავს.

„მთელი ქვეყანა მხარს უჭერს ერთმანეთს. ვცდილობთ, თავი დავიცვათ, არ ვიყოთ კომუნიკაციაში ისე როგორც ქართველებს გვიყვარს. ევროპის ზოგიერთ ქალაქში ბაგა-ბაღი და სკოლაც არ დახურულა, უპასუხისმგებლოდ უდგებიან საკითხს. საქართველოში კი აქტიურად ვებრძვით კორონას”.