ბიზნესი
15/02/2021

გურამ ბაღდოშვილი: 7 საათამდე მუშაობა არაფერია, მნიშვნელოვანია კომენდანტის საათის გადაწევა

რესტორატორთა ნაწილს გადაადგილების შეზღუდვის ღამის 12 საათამდე გადაწევა სურს. სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ სექტორს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება სჭირდება.

„ჩვენ ნამდვილად გვჭირდება სახელმწიფოს დახმარება. არა მარტო სიტყვიერი, არამედ ფინანსური. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომენდანტის საათის გადაწევა. კვირაში 5 დღის განმავლობაში 7 საათამდე მუშაობა არაფერი არ არის. არ გვაქვს ლაჩის ტრადიცია. მაქსიმუმ რამე ბიზნეს ლანჩი იყოს, ან რომელიმე უცხოელი გვესტუმროს, რომელიც საქართველოშია დარჩენილი და აქედან შემოვიდეს 2 კაპიკი იმისთვის, რომ რამენაირად გამოვცოცხლდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ გადავიხდით ვერც PCR ტესტების თანხას და ვერც სხვა რამეს. ვიცით, რა მდგომარეობაშია სექტორი“,- აღნიშნავს ბაღდოშვილი.