ბიზნესი
18/10/2022

GTEX GROUP-ი 2023 წლიდან ორი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას გეგმავს

კომპანია Gtex Group-ი  მომავალ წელს ორი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ბასილაძე „ბიზნესპარტნიორტან“ აცხადებს, რომ ამჟამად კონკრეტულ ბრენდებთან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება გაყიდვებს, ბასილაძე განმარტავს, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი 2021-2020 წელთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებულია და ის პანდემიამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა.

კომპანია  Gtex-ი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შემოიყვანა Collezione იყო. ამჟამად,  Gtex-ი წარმოდგენილია ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ი. კომპანიას საქართველოს მასშტაბით  30-ზე მეტი ობიექტი აქვს.

 

Businesspartner