ბიზნესი
15/06/2020

G&T სილქნეტის შემოსავლების შემცირებას ელის

„გალტ ენდ თაგარტი“ COVID 19-ის პანდემიის გამო, „სილქნეტის“ შემოსავლების შემცირებას ელის.

საინვესტიციო კომპანიის ახალი ანგარიშით, 2020 წელს შემოსავლებში კლება ერთნიშნა მაჩვენებელი იქნება. G&T -ის ექპერტები მიიჩნევენ, რომ პანდემია ზეწოლას ახდენს  კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის, ელის, რომ სეგმენტი B2B იქნება „დაძაბული“, განსაკუთრებით სასტუმრო, განათლების და ტრანსპორტის სექტორში. ასევე სხვა კორპორატიულ კლიენტებსაც შეიძლება შეექმნათ პრობლემები, ეკონომიკის შემცირების გამო.

„სილქნეტმა“ I კვარტალის ანგარიშიც გამოაქვეყნა. ამონაგები გაიზარდა 6.5%-ით, 95.7 მლნ ლარამდე, რაზეც გავლენა მოახდინა კომერციული შემოსავლების 8.2%-იანმა ზრდამ.

მობილური კავშირიდან შემოსავლები გაიზარდა 27.5%-ით, 15.5 მილიონამდე. ასევე გაიზარდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი კავშირისა და ტელევიზიიდან მიღებული შემოსავლებიც, რამაც შესაბამისად, 25.5 მლნ და 11.4 მლნ შეადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023