ბიზნესი
27/12/2020

"გრინ დაზღვევა საქართველოს" აქციები საქართველოს ბირჟაზე დაილისტა

სადაზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველომ“ საქართველოს ბირჟაზე აქციები განათავსა.

საფონდო ბირჟის მონაცემებით, B კლასის აქციები B კატეგორიის ლისტინგში განთავსდა, აქციებს საბირჟო კოდი (ტიკერი) GIGB მიენიჭა.

კომპანიის ემისიის მოცულობა 9 მლნ-ია, განთავსებული აქციები 4 მლნ-ს შეადგენს. თითო აქცია 1 ლარი ღირს.

სადაზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველო“ 2013 წელს შემოვიდა ბაზარზე და „კამარას“ სახელით ფუნქციონირებდა. 2020 წელს კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ შეიძინა და რებრენდინგი ჩაატარა.

2019 წელს კომპანიას 3.24 მლნ ლარის პრემია ჰქონდა მოზიდული, წმინდა მოგება 2 მლნ-ს აღემატებოდა.

ეს უკვე „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული მეორე კომპანიაა, რომლის აქციები ბირჟაზე განთავსდა. წელს აგვისტოში ბირჟაზე დაილისტრა თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციებიც.

B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგსა და სავაჭრო სისტემაშია დაშვებული. აქციებს მიენიჭა საბირჟო კოდი (ტიკერი) MEHBB.


ბირჟაზე 54,476,929 აქციაა დალისტული, თითოს ნომინალი 1 ლარია. კომპანიას ასევე გამოშვებული აქვს A კლასის 6 052 993 აქცია, რომლის 1 აქცია უდრის 15 ხმას და მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს არჩევაში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020