"გრანდ კახეთმა" ახალი ქარხნის ამოქმედება 2023 წლამდე გადადო
“გრანდ კახეთმა“, რომელიც პროდუქციას “მაკარონი ქართულის“ ბრენდით უკვე ერთი წელია აწარმოებს, გაფართოების გეგმები დააკორექტირა.
როგორც კომპანიის დირექტორი პაატა მამისაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, კომპანიისთვის პრიორტეტი ახლა საწყობის მშენებლობაა, რომელიც უახლოეს პერიოდში, არსებულ ქარხანასთან ახლოს მალე ამოქმედდება.
მეორე ქარხანა (მარტყოფის გადასახვევთან) 2023 წლისთვის აშენდება. შედეგად, კომპანია წარმადობის გაორმაგებას შეძლებს.
მამისაშვილის ინფორმაციით, გაფართოების პროექტში კომპანია დამატებით 0.5 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს.
„გრანდ კახეთი“ ამ დროისთვის 5 სახეობის პროდუქტს - მაკარონს და ვერმიშელს აწარმოებს. მათ შორის, 20 და 5-კილოგრამიან, ასევე 900-გრამიან შეფუთვებში.
პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამატებითი მინარევების გარეშე. პროდუქცია სუპერმაკეტ „ნიკორას“, „ლიბრეს“ "ზღაპარის" ქსელში იყიდება „ზღაპარში“. რეალიზაცია ხდება რეგიონებშიც.