"გოლდენ ფარმსი" სამეგრელოში მოცვის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს
სამეგრელოში მოცვის გადამამუშავებელი საწარმო შენდება. პროექტს "გოლდენ ფარმსის" დაკვეთით კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" ახორციელებს.
როგორც მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, პროექტი გამორჩეულია მასშტაბურობით, რადგან ინდუსტრიული მშენებლობის დასრულების შემდეგ, ,,გოლდერ ფარმსის“ მფლობელობაში არსებულ საწარმოს რეგიონში მოცულობით ანალოგი არ ექნება.
მათივე ინფორმაცით, შენობა-ნაგებობა 1340 კვ.მ-ს მოიცავს და მოიაზრებს სამაცივრე მეურნეობასა და გადასამუშავებელი ხაზისთვის საჭირო სივრცეს.
"საწარმო მნიშვნელოვან როლს შეიტანს რეგიონში დასაქმების მაჩვენებელზე. აქტიურ პერიოდში, 200-300 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი. განსაზღვრულია საექსპორტო ბაზარიც, რაც არაბეთის ყურის და შუა აღმოსავლეთის ათვისებას გულისხმობს,"-აღნიშნავენ "ელემენტ კონსტრაქშენში".
შეგახსენებთ, "გოლდენ ფარმსი" 2020 წლიდან ოპერირებს. მის საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანია ფლობს Global G.A.P.-ის და Global GRASP-ის სერთიფიკატს. მის საკუთრებაშია სოფელ პირველ ხორგაში მოცვის პლანტაციები 90 ჰ ტერიტორიაზე.
უახლოეს პერიოდში, ,,გოლდენ ფარმსი“ პლანტაციების გაფართოებასაც გეგმავს.