ბიზნესი
08/03/2023

Go Flowers-ი: მომხმარებელი უპირატესობას საშუალო და მაღალი საფასო კატეგორიის ყვავილებს ანიჭებს

ყვავილების ბიზნესი სრულად თუ არა, უმეტესწილად  იმპორტზეა დამოკიდებული. ყვავილების სალონი Go Flowers-ის ხელმძღვანელი ნინო წიკლაური „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სალონი მარაგდება როგორც ადგილობივ ბაზრზე წარმოებული ყვავილებით, ისე ჰოლანდიიდან და თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციით.

წიკლაურის ინფორმაცით, სხვა თვეებთან შედარებით, მარტის თვეში მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია, რასაც გაზაფხულის დღესასწაულები -  3 და 8 მარტი განაპირობებს. ყვავილების რეალიზაციას  სალონი Go Flowers-ი  მაღაზიასთან ერთად ონლაინ გაყიდვების საშუალებითაც ახორციელებს.   

Go Flowers-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ 8 მარტს როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები ყვავილების სალონს თანაბრად სტუმრობენ და უპირატესობას საშუალო და მაღალი საფასო კატეგორიის ყვავილებს ანიჭებენ.

მისი ინფორმაციით, ყვავილების სახეობებზე მოთხოვნას სეზონი განაპირობებს.

„მაგალითისთვის,ზამთრის პერიოდში  მომხმარებლები უპირატესობას ჰოლანდიურ, ფერად ვარდებს ანიჭებენ, თუმცა, გაზაფხულზე, როდესაც ბაზარზე სხვადასხვა სახეობის ყავავილები შემოდის, მომხმარებელი არჩევანს სხვადასხვა ტიპის ყვავილისგან შექმნილ თაიგულზე აკეთებს.

ყვავილები ყველა საფასო კატეგორიაში გვაქვს. მათ შორის, ბიუჯეტური, რომლიც ფასი 10-15 ლარიდან იწყება. ასევე  შეთავაზებაშია  საშუალო და მაღალი საფასო კატეგორიის ყვავილებიც,"-აღნიშნავს წიკლაური. 

შეგახსენებთ, ყვავილების სალონი Go Flowers-ი ბაზარზე 2022 წლის ზაფხულიდანაა. სამომავლოდ კომპანია ქსელის გაფართოებასაც განიხილავს.