ბიზნესი
04/10/2022
გლენბერი: ხილ-ბოსტნეულზე ამერიკასა და ისრაელში დიდი მოთხოვნაა
გაყინული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორი კომპანია „გლენბერის“ დამფუძნებელი რაფაელ მაღალაშვილი საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობს.
როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რუსეთ-უკრაინის ომის გამო საერთაშორისო ბაზარს თითქმის მთლიანად ჩაეხსნა უკრაინა, გართულებულია ჩინეთიდან გადატვირთვები, შესაბამისად, ამერიკასა და ისარაელში ხილ-ბოსტნეულზე საკმაოდ დეფიციტი შეიქმნა.
მისი განმარტებით, „გლენბერს” შეკვეთები აშშ-დან და ისრაელიდან აქვს. დამკვეთები საქართველოდან ელოდებიან როგორც ბოსტნეულის, ისე გაყინული მარწყვის, ჟოლოსა და მაყვლის მიწოდებას.
„გლენბერი” 2018 წელს გაიხსნა. კომპანიამ საწყის ეტაპზე 9 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია შიდა ქართლში, ქარელში მდებარეობს, საწარმოში 250 კაცია დასაქმებული.