ბიზნესი
04/06/2023

GITA-ს ისტორიაში პირველად, საინვესტიციო კომიტეტის ხუთივე წევრი Agronnect-ში ინვესტირებას განახორციელებს

GITA-ს ისტორიაში პირველად, საინვესტიციო კომიტეტის ხუთივე წევრი საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორი სტარტაპ Agronnect-ში ინვესტირებას განახორციელებს.

Agronnect-ის პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს, მაღალი დონის საერთაშორისო ინვეტორებმა, როგორებიც არიან: საშა მიშოდი (GLOVO-ს თანადამფუძნებელი), ლუკ კოვალსკი (ORACLE-ის ვიცე- პრეზიდენტი), ტიმ ვაგნერი (სილიკონის ველის ინვესტორი), ბილ რაიჰარტი (სილიკონის ველის ინვესტორი), მარტი რინგლეინი  (სილიკონ ველის ინვესტორი).

„150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის“ გამარჯვებული სტარტაპების ნაწილში ინვესტირების სურვილზე ჟიურიმ დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა.

„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ჟიურიმ შეარჩია 8 სტარტაპი, სადაც ინვესტირებას განახორციელებს. თუმცა, ჩვენი კომპანია ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც ჟიურის ყველა წევრი  ჩვენი პარტნიორი გახდება. სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ვიცით, პირველი ონლაინ-შეხვედრა 2 კვირაში გვაქვს ჩანიშნული “- განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“  Agronnect -ის  დამფუძნებელმა ვალერი ამირანაშვილმა. ის ამბობს, რომ  ეს ფაქტი კომპანიისთვის  დიდი წარმატებაა.

შეგახსენებთ, სტარტაპი Agronnect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. Agronnect-ის მიზანია ონლაინ „მარკეთფლეისის“ მეშვეობით აგრონომიული კონსულტაცია გახადოს ხელმისაწვდომი და საყოველთაო, მსოფლიოს მასშტაბით.

„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ „150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა“ 2023 წლის 8 თებერვალს მეათედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცხრა რაუნდის ფარგლებში ჯამურად 175 სტარტაპი დაფინანსდა. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების  ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023