ბიზნესი
13/11/2020

ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ “ნეკრესი“ შატოს განვითარება გადადო

ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ „ნეკრესი“ შატოს  განვითარება გადადო. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ოთო ტაბატაძემ „ბიზნესპარტნოორს“ განუცხადა, მიზეზი პანდემიაა.

როგორც ტაბატაძე აცხადებს, ადგილზე უკვე აშენებულია 8 ნომრიანი სასტუმრო (რომელიც სამომავლოდ 26 ნომრამდე უნდა გაფართოვდეს) რესტორანი, თუმცა, პანდემიის გამო მისი გახსნა ვერ მოხერხდა.

ყვარელში მდებარე ღვინის საწარმო ამ დროისთვის 7 დასახელების ღვინოს აწარმოებს. მათ შორისაა, რქაწითელი, მწვანე, საფერავი, მუკუზანი, ახაშენის საფერავი და ხაშმის საფერავი.კომპანია ყურძენს ადგილობრივებისგან იბარებს.

კომპანია „ნეკრესი“ ამ დროისთვის ექსპორტს კორეაში ახორციელებს. დეკემბრის დასაწყისში კი დაახლოებით 5 000 ბოთლი ღვინის გადატვირთვას გეგმავს.როგორც ოთო ტაბატაძე აცხადებს,პანდემიამდე კომპანია ექსპორტს ახორციელებდა როგორც ამერიკაში, ისე ჩინეთში, ისრაელში  და უკრაინაში.

„მსოფლიოში მაღალფასიან ღვინოებზე მოთხოვნა შემცირებულია, მომხმარებელი აღარ იხდის ძვირს. ჩემი ღვინოები კი იაფფასიანი არ არის,კორეაში უბრალოდ ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ძალიან მდიდარი ქვეყანაა და ეს პრობლემები არ აწუხებთ“-აცხადებს ოთო ტაბატაძე.