ბიზნესი
19/03/2020
GHG საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს 4 საავადმყოფოს გამოუყოფს
COVID-19 -თან ბრძოლის ფარგლებში, Georgia Healthcare Group-ი სახელმწიფოსთვის 4 საავადმყოფოს აპირებს.
ჯგუფის განმარტებით, ეს საავადმყოფოების სრულად იზოლირებული იქნება, კვალიფიციური პერსონალით, რითაც კომპანია სახელმწიფოს დაეხმარება, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ვირუსის ფართო გავრცელება მოხდა და სახელმწიფოს მიერ უკვე გამოყოფილი 5 საავადმყოფო შეივსება.
კომპანიამ ინვესტორებს ასევე აცნობა, რომ გლობალურ პანდემიასთან საბრძოლველად კომპლექსური გეგმა უკვე შეიმუშავა. GHG აცხადებს, რომ მოხდა თანამშრომელთა მომზადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს მომწოდებლებთან, რათა უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა მოხდეს.