ღამის შეზღუდვების დროს თბილისის აეროპორტის მგზავრებს Bene Exclusive-ს ტაქსები მოემსახურება
კომპანია “ბენე ექსკლუზივმა” (Bene Exclusive) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემა მოაგვარა.
კომპანიის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ექსკლუზიურად კვლავ “ბენე ექსკლუზივის” ავტოტრანსპორტი მოემსახურება, თუმცა თავად მგზავრს ღამის საათებში გადაადგილებისათვის საჭირო ნებართვა უნდა ჰქონდეს.
"ბენე ექსკლუზივი" მგზავრებს მოემსახურება, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის ღამის შეზღუდვების დროს.
როგორც ცნობილია, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. შესაბამისად ღამის საათებში აეროპორტში მოხვედრა შეუძლებელი ხდება.
სწორედ ამიტომ, მგზავრებმა, რომელთაც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით უწევთ მგზავრობა, რეისამდე მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე უნდა დარეკონ მთავრობის ცხელ ხაზზე 144 (1) და რეისისა და პირადი მონაცემების საფუძველზე შეძლებენ ერთჯერადი ნებართვის მიღებას, რომლის საშუალებითაც ის და მისი თანმხლები პირები სახლიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაადგილდებიან.
შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებულ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებზე; ჟურნალისტებზე, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებზე რომელთა სიაც შეთანხმებულია ოპერაციულ შტაბთან;, განსაკუთრებული ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.