ბიზნესი
11/01/2023

Gepherrini 5 თვეში წარმოებას ახალი ქარხნიდან დაიწყებს

ჩანთების მწარმოებელი  ქართული  კომპანია  Gepherrini 5 თვეში წარმოებას ახალი ქარხნიდან დაიწყებს.

Gepherrini-ს დამფუძნებელი ილია გეფერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიამ ფართი ვაშლიჯვარში  უკვე შეიძინა.

ტყავის აქსესუარების კომპანიამ  2022 წელი 23%-იანი ზრდით დაასრულა. მიუხედავად ამისა, რუსეთ-უკრაინის ომმა და პანდემიამ კომპანიას არ მისცა იმის საშუალება დაგეგმილი საინვესტიციო პროექტი სრულად განეხორციელებინა. ახალი პროექტების დაწყებას კი კომპანია ახალი ქარხნიდან გეგმავს.

საუბარია,  ქალისა ტანსაცმლის ხაზის ამოქმედებაზე. „გაყიდვები იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი მოგვყვება. ეს გრძელვადიანი პროექტია და დრო უნდა. მოკლევადიან პერიოდში დიდ შედეგს არ ველოდებით,“ - აცხადებს გეფერიძე.

2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს. კომპანიას ამჟამად წარმოება ნაძალადევის რაიონში, მექანიზაციის ქუჩაზე აქვს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023