ბიზნესი
                                14/03/2023
                                
                            Gepherrini 2023 წელს 2 მაღაზიას გახსნის
ტყავის აქსესუარების ქართული კომპანია Gepherrini 2023 წელს თბილისში 2 ახალ ფილიალს გახსნის.
"ჩვენი უახლოესი მიზანია კიდევ 2 მაღაზია გავხსნათ წლის ბოლომდე და ჯამში, საქართველოში 8 ფილიალი გვექნება. ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე,"-აღნიშნავს ილია გეფერიძე.
ცნობისთვის, კომპანიამ ახლახანს ფილიალი გახსნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ამ ეტაპზე Gepherrini საქართველოში 6 ფილიალს აერთიანებს, ამასთან ტყავის ჩანთები, ფეხსაცმელი და სხვადასხვა აქსესუარები უკვე წარმოდგენილია 13 ქვეყანაში.
