ბიზნესი
30/12/2022

Gepherrini 2022 წელს 23%-იანი ზრდით ასრულებს

ტყავის აქსესუარების კომპანია Gepherrini 2022 წელს 23%-იანი ზრდით ასრულებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  მიმდინარე წელი რუსეთ-უკრაინის და პანდემიის გამო შედარებით არასტაბილური წელი იყო, რამაც კომპანიას არ მისცა იმის საშუალება დაგეგმილი საინვესტიციო პროექტი სრულად განეხორციელებინა.საუბარია, ქალისა ტანსაცმლის ხაზის ამოქმედებაზე.

მიუხედავად ამისა, Gepherrini 2022 წელს ექსპორტის მიმართულებით საკმაოდ გააქტურდა. მათ შორის, ჩინეთთან გაფორმდა 4 წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ონლაინ პლატფორმა Tmall-ზე გაყიდვებს გულისხმობს.

„გაყიდვები იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი მოგვყვება. ეს გრძელვადიანი პროექტია და დრო უნდა. მოკლევადიან პერიოდში დიდ შედეგს არ ველოდებით,“-აცხადებს გეფერიძე.

2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს. კომპანიას ამჟამად წარმოება ნაძალადევის რაიონში, მექანიზაციის ქუჩაზე აქვს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023