Georgian Airways-მა რეგულარული რეისები გაურკვეველი დროით შეწყვიტა
Georgian Airways-ი ამბობს, რომ დღეიდან რეგულარულ რეისებს გაურკვეველი დროით წყვეტს.
კომპანია აცხადებს, რომ მომავალი რეისების შესახებ ინფორმაციისთვის, მოქალაქეებმა საქართველოს საელჩოებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართონ.
„СOVID -19 -ის გამოჩენის დღიდან, ჩვენ ვასრულებდით რეისების განრიგს რეგულარულად, იტალიის გარდა, რომელიც მთავრობის მოთხოვნით შესრულდა, არც ერთი ჩარტერი, ან სპეცრეისი არ იყო დაგეგმილი. 20 მარტს, ღამით, დაიხურა საქართველოს საჰაერო სივრცე, ფრენების უმეტესი ნაწილისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც. მას შემდეგ, მხოლოდ დღევანდელ ბერლინის რეისზე მივიღეთ ნებართვა. დღეიდან, ჯორჯიან ეარვეისი აღარ განახორციელებს სხვა რეგულარულ რეისებს, გაურკვეველი ვადით. 21 მარტს საქართველომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მომავალი რეისების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ საქართველოს საელჩოებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს! თუ ფლობთ ბილეთებს ჩვენს რეისებზე, გთხოვთ, მოგვწეროთ ჯავშნის ნომრები მეილზე. მადლობა თანამშრომლობისთვის“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ დღეს მთავრობამ 2 კვირიანი გრაფიკი წარმოადგინა, როგორ მოხდება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.
დღეს შესრულდება თბილისი – ბერლინი – თბილისის რეისი. ამ რეისით მოხდებიან ბერლინში და სხვა ქალაქებიდან ბერლინში კონცენტრირებული პირები.
შემდეგ შესრულდება შემდეგი რეისები:
24 მარტს – თბილისი – ათენი
26 მარტს – თბილისი – ვენა
31 მარტს – თბილისი – ამსტერდამი
3 აპრილი – თბილისი – ვარშავა
7 აპრილს – თბილის – ათენი
10 აპრილს – თბილისი – ლარნაკა