ბიზნესი
20/03/2020
Georgian Airways-ი თანამშრომელთა 95%-ს უხელფასო შვებულებაში უშვებს
ავიაკომპანია Georgian Airways-ი თანამშრომელთა 95%-ს უხელფასო შვებულებაში უშვებს.
Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიას გადაწყვეტილების მიღება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუხდა.
რომან ბოკერიას თქმით, კომპანია წყვეტს რეგულარულ ავიარეისებს და შეასრულებს მხოლოდ ჩარტერულ ავიარეისებს, რომლებიც ხელშეწყობილი იქნება მთავრობის მხრიდან.
“Georgian Airways-ი მზადაა ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნა და ხელშეწყობა”, – განმარტავს ბოკერია.
Georgian Airways-ი მზადაა ასევე კერძო შეკვეთებიც მიიღოს.