ბიზნესი
27/10/2020

GDG ჯგუფი ვანში ღვინის ქარხანას და შატოს 2021 წლის ზაფხულში გახსნის

GDG ჯგუფი ვანში ღვინის ქარხანას და შატოს 2021 წლის ზაფხულში გახსნის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, ღვინის ქარხანა ყურძენს მომავალ წელს ჩაიბარებს.

ამჟამად კომპანიის საკუთრებაშია 30 ჰექტარი ვენახი, თუმცა, აქ მოყვანილი ყურძენი წარმოებისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ, ქარხანა ყურძენს მოსახლეობისგანაც შეისყიდის. საუბარია, დაახლოებით, 2500 ტონა ყურძნის მიღებაზე.

რაც შეეხება შატოს, მისი მშენებლობა დაწყებულია.

წაქაძის განცხადებით, ქარხანა დაახლოებით 6 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პროექტში საწყის ეტაპზე 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.