ბიზნესი
23/07/2020

GCCI: ვმუშაობთ AOKpass-ის დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენას

საქართვლოს სავაჭრო პალატის საგარეო ურთიერთბების და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე პაპიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეწარმეობის ცენტრის სტამოლის ოფისის ორგანიზებულ ვებინარში. ვებინარი ეხებოდა მსოფლიოში ტურიზმის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს და პოსტ-პანდემიუერ პერიოდში არსებულ ციფრულ გადაწყვეტებს.

ვებინარზე განიხილეს ტურიზმის გლობალური და რეგიონალური პერსპექტივები საქართველოსა და თურქეთში არსებული მდგომარეობის ჭრილში.  ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დანერგილი ციფრული აპლიკაცია AOKpass-ზე იმსჯელეს, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენას უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის გარანტიებით.

სავაჭრო პალატის წარმომადგენელსა და AOKpass -ის წარმომადგენელს შორის უახლოეს დღეებში შედგება ონლაინ შეხვედრა აღნიშნული აპლიკაციის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ამავე საკითხზე სამუშაო შეხვედრები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მენეჯმენტთანაც გაიმართება.

Businesspartner