ბიზნესი
28/07/2020

გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შემოსავლები და მოგება გაეზარდა

გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შემოსავლები და მოგება გაეზარდა, - კომპანიამ 2019 წლის ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა.

გასულ წელს ამონაგები 115.43 მლნ ლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში ზრდა 11.4%-ია (11.8 მლნ).

ამონაგებში გაზის თვითღირებულების წილი 35.71 მლნ იყო, ხოლო მილსადენების შენახვა/ ოპერირები - 43 მლნ, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 1 მლნ ლარით მეტია.

კომპანიის საოპერაციო მოგებამ 16.27 მლნ ლარი, ხოლო წლის სრულმა შემოსავალმა 19.884 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.2 მილიონით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე.

კომპანია მართავს საქართველოს ტერიტორიაზე მთავარ მაგისტრალურ გაზსადენ სისტემას, რომლის 100%-ის მფლობელია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია".

კომპანიის შემოსავალში აისახება: 

  • ბუნებრივი აირის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკაში. ერთადერთ მომხმარებელს წარმოადგენს შპს „გაზპრომ ექსპორტი’’.

ტრანზიტის მომსახურებასთან დაკავშირებული მოქმედი ხელშეკრულებები  კომერციულ საიდუმლოებად არის მიჩნეული, ამიტომ აღნიშნულ ინფორმაციას ანგარიში არ მოიცავს.

  • ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება საქართველოს მასშტაბით, ძირითადად დისტრიბუციის კომპანიებისათვის, სამრეწველო საწარმოებსა და თბოელექტროსადგურებისათვის. 2019 წლის პერიოდისათვის გაზის ტრანსპორტირების

ერთწლიანი ტარიფი განისაზღვრებოდა 18.70 ლარით ყოველ ტრანსპორტირებულ 1000 კუბურ მეტრ გაზზე, ხოლო მას შემდგომ პერიოდისათვის კი სამწლიანი გაზის ტრანსპორტირების ტარიფად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ  განისაზღვრა 18.95 ლარი ყოველ 1000 კუბურ მეტრ ტრანსპორტირებულ გაზზე. 

       3)  გაზის რეალიზაცია სხვა მომხმარებლებზე საქართველოში. აღნიშნული ხელშეკრულებები ფორმდება 1 წლის ვადით და ეფუძნება ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მხარეებს შორის საბაზრო პირობებით.

     4) გაზგასამართი სადგურების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული შემოსავლები. აღნიშნული ხელშეკრულებები ფორმდება 1 წლის ვადით და ეფუძნება ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მხარეებს შორის, ძირითადად წარმოადგენს ყოველთვიურ მომსახურებებს.

 

Businesspartner