ბიზნესი
30/07/2020
გაზის კომპანიებს ბუნებრივი აირის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობის გამიჯვნა მოუწევთ
გაზის სექტორში მოქმედ კომპანიებს მომავალი წლიდან ბუნებრივი აირის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობის ერთმანეთისგან განცალკევება მოუწევთ.
სოკარ ენერჯი ჯორჯია, თბილისი ენერჯი და საქორგგაზი ვალდებული იქნებიან საკუთარ გამანაწილებელ ქსელზე ბუნებრივი აირის მიწოდების მსურველი ნებისმიერი კომპანია დაუშვან.
სემეკმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები უკვე დაამტკიცა.
პირველ ეტაპზე ახალ წესებს ენერგეტიკის სექტორი დაექვემდებარება. მიწოდებისა და განაწილების გამიჯვნა ენერგოპროსა და თელასს წლის ბოლომდე მოუწევთ.