ბიზნესი
20/01/2023

"გასულ წელს ქვეყანაში დიდი რაოდენობის რუსული საწვავის იმპორტი განხორციელდა"

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას  განმარტებით, გასულ წელს საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის რუსული საწვავის იმპორტი განხორციელდა.

„თუ ვნახავთ შარშანდელი წლის იმპორტის შედეგებს, მინდა გითხრათ, რომ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით რუსული ნავთობის იმპორტი განხორციელდა საქართველოში. ჩვენი კომპანია ძირითადად ორიენტირებულია ევროპულ პროდუქტებზე, თუმცა დაბალი ფასიდან გამომდინარე, შესაძლებელია ნაწილობრივ ჩვენც მოვახდინოთ აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციაც“- განმარტა ვასილ ხორავამ.

მისივე თქმით, რუსული ნავთობის დაბალი ფასით მომხმარებლები სარგებლობენ.

„რაც შეეხება რუსული ნავთობის წილს მთლიან ბაზარზე, იმის გათვალისწინებით რომ ფასები ამ ტიპის ნავთობზე გაცილებით დაბალია, ეს ბუნებრივია გავლენას ახდენს იმპორტის სტრუქტურაზე. ამით სარგებლობს საქართველო და ჩვენი მომხმარებელი, რადგან საერთაშორისო პლატცებთან შედარებით, რუსულ ნავთობზე არსებული დაბალი ფასები შედარებით დაბალია, ეს საშუალებას იძლევა რომ ბაზარზე შენარჩუნდეს შედარებით დაბალი ფასები, ვიდრე ევროპის ქვეყნებშია.“- განმარტა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, რუსული ნავთობის Urals-ის ფასი ამჟამად 57 დოლარს შეადგენს. ბარელი Brent-ის ფასი 87, ხოლო WTI Crude 81 დოლარია.

Businesspartner