ბიზნესი
25/09/2023

Galt&Taggart: საქართველოში საწვავი შესაძალოა კიდევ 10-15 თეთრით გაძვირდეს

"საწვავი შესაძლოა, კიდევ 10-15 თეთრით გაძვირდეს,"-ამის შესახებ  Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი გიორგი ბერბერაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს.  

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ექსპორტი აკრძალა, ადგილობრივ იმპორტიორებს ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება მოუწევთ.

"ალტერნატიულ ბაზრებად შეიძლება განვიხილოთ ისეთი ქვეყნები როგორიცაა ყაზახეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა. არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას დეფიციტის გამოწვევა შეუძლია, რადგან ჩვენი ნავთობიმპორტიორები მარტივად ახდენენ როტაციას და მარტივად ანაცვლებენ პროვაიდერებს. რუსული ნავთობი მაინც რჩება იაფი ალტერნატივა, ევროპელ მომწოდებლებთან შედარებით, თუმცა არამგონია რაიმე ლიმიტების დაწესებას უნდა ველოდოთ სხვა ალტერნატიული ქვეყნებიდან, თუ მათაც არ შეექმნებათ ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტი."-აცხადებს გიორგი ბერბერაშვილი.

მისივე განმარტებით, რუსეთის მიერ ექსპორტის აკრძალვა  საერთაშორისო ბაზრებზე რაიმე ტიპის ზეწოლისკენ მიმართული არაა, ამასთან, საფონდო ბიჟებზე დიდი გავლენა ჯერჯერობით არ მოუხდენია.

"ამ დროისთვის 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით $94 დოლარია თუმცა,  გაზრდილი ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები, რუსეთიდან ექსპორტის აკრძალვასთან ერთად, პირდაპირ აისახება ნავთობის ფასზე და შესაძლოა 1 ბარელის ფასი 100 დოლარს მიუახლოვდეს ან გადასცდეს კიდეც, როგორც საცალო სექტორში ასევე საერთაშორისო ბირჟებზე,"-ამბობს, გიორგი ბერბერაშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის წილი საქართველოს ნავთობის იმპორტში თითქმის 80%-ს შეადგენს. თუმცა, 21 სექტემბერს რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ  საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ამის მიზეზად კი რუსეთის ტერიტორიაზე შექმნილი დეფიციტი სახელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022