ბიზნესი
21/09/2021

გალერია თბილისი: გაყიდვების ზრდასთან ერთად, იჯარის სტანდარტულ ტარიფებს ვუბრუნდებით

“ლოქდაუნის შემდეგ, საწყის ეტაპზე იჯარის ტარიფები მნიშვნელოვნად შევუმცირეთ მოიჯარეებს, თუმცა, გაყიდვების ზრდასთან ერთად ნელ-ნელა ვუბრუნდებით სტანდარტულ ტარიფებს“-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  „გალერია თბილისში“ განუცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის  გაყიდვები 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით განსხვავდება.

„რაც შეეხება ტრაფიკს, მომხმარებელთა რაოდენობა უფრო მეტად არის შემცირებული, თუმცა ტრაფიკის კლება პირდაპირ პროპორციულად არ აისახება გაყიდვებზე. დატვირთულობის მაჩვენებელი 95%-ია, რაც ფაქტობრივად იგივეა, რაც პანდემიამდე იყო,“ - აცხადებენ „გალერია თბილისში“.

შეგახსენებთ, 2020 წლის ნოემბერში, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, “გალერია თბილისმა“ მოიჯარეები  იჯარის გადასახადისგან   გაათავისუფლა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020