ბიზნესი
26/11/2020

“გალერია თბილისი“ მოიჯარეებს საიჯარო გადასახადისგან ათავისუფლებს

“გალერია თბილისი“  მასთან არსებულ მოიჯარეებს  იჯარის გადასახადისიგან ათავისუფლებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში განუცხადეს, იმ პერიოდში სანამ ობიექტი დახურული იქნება მაქსიმალურად შეეცდებიან მოიჯარეებს არსებული მდგომარეობა შეუმსუბუქონ.

როგორც სავაჭრო ცენტრში განმარტავენ, სამწუხაროდ დღესდღეისობით არც ერთ სავაჭრო ცენტრს საქართველოში არ აქვს დანერგილი ონლაინ გაყიდვები, რადგან ტექნიკურად ეს ძალიან რთულია. ამიტომ,გადაწყვეტილების შესაბამისად, 28 ნოემბრიდან „გალერია თბილისი“ წვეტს მუშაობას.

„გალერია თბილისის ადმინისტრაციაში მუშაობს 27 თანამშრომელი, დახურვის დროს არ მოხდება მათი გათავისუფლება და ისინი ამ პერიოდში სრულად მიიღებენ ანაზღაურებას.

რაც შეეხება ჩვენთან წარმოდგენილი მაღაზიებისა და ობიექტების პერსონალს, ბუნებრივია, მათზე ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, რადგან ისინი არიან ჩვენი მოიჯარე კომპანიების თანამშრომლები და არა შპს გალერია თბილისის“-აცხადებენ სავაჭრო ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.დროებით იხურება სავაჭრო ცენტრები (მოლები), ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020