ბიზნესი
04/01/2023

გალერია თბილისი: დილიდან ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ, ობიექტს არ ჰქონია ზარალი

"გალერია თბილისი" დღეიდან უკვე ჩვეულ რეჟიმში (10:00-22:00 საათებში) აგრძელებს მუშაობას. როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ადუაშვილმა განუცხადა,  არ დამწვარა არცერთი ობიექტი.

კითხვაზე,მიადგა თუ არა სავაჭრო ცენტრს ზარალი,რა ოდენობით და იყო თუ არა დაზღვეული, ადუაშვილი განმარტავს, რომ ობიექტს არ ჰქონია ზარალი, დაზიანდა მხოლოდ ელექტრო ფარი.

"სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე ერთ-ერთ ობიექტზე ცეცხლი დენის სადენებს გაუჩნდა. მოხდა დაკვამლიანება, რის გამოც ჩაირთო ავტომატური ევაკუაცია, შენობა ძალიან მალე სრულად ევაკუირებული იყო და სიტუაციაც სრულად ექვემდებარებოდა კონტროლს. თითოეულმა მომხმარებელმა უსაფრთხოდ დატოვა შენობა. გამომდინარე იქიდან, რომ შენობაში შეინიშნებოდა  მცირედი კვამლის სუნი მომხმარებლები გუშინ აღარ დაგვიშვია სავაჭრო ცენტრში,"-აცხადებს ადუაშვილი. 

შეგახსენებთ, გუშინ "გალერია თბილისის" ერთ-ერთ ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023