ბიზნესი
16/06/2020

გაკოტრების 15-წლიანი ისტორია დასრულდა - აზოტი გაკოტრდა

გაკოტრების საქმე, რომელიც 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა.

სააქციო საზოგადოება „აზოტი“, რომელიც რუსთავში ქიმიურ კომბინატს ფლობდა და 2005 წელს კრედიტორების 101.7 მლნ ლარი ემართა, გაკოტრებულად გამოცხადდა და რეგისტრაციაც შეუჩერდა.

2005 წელს აზოტოვანი სასუქის მწარმოებელ კომპანიას 26 კრედიტორისთვის 101.7 მლნ-ის დავალიანება ჰქონდა, თუმცა 2005 წლის 21 ივლისს მოხდა სამეურნეო მასის რეალიზაციიდან კომპანიამ მხოლოდ  34  295 000 ლარის მობილიზება შეძლო, რითაც საქმის გახსნამდე არსებული საგადასახადო დავალიანება დაფარა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მოვალეს მეტი აქტივი აღარ ჰქონდა, ისეთი, რომლის რეალიზების შესაძლებლობაც ექნებოდა გაკოტრების მმართველს, შესაბამისად, 15 წლის შემდეგ საქმე დაიხურა.

რუსთავში მდებარე აზოტის ქარხანას მფლობელი ამ პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა.

საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ 2003 წლის მარტში კომპანიების ჯგუფმა “იტერამ” $0,5 მლნ-ის საფასურად 10 წლის ვადით შეისყიდა სს “აზოტის” აქციების 90% და აიღო ვალდებლება $14 მლნ-ის ინვესტირებაზე. ამავე კომპანიას 3 წლის განმავლობაში უნდა დაეფარა საწარმოს ვალი 84 მლნ ლარი.

2004 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო “იტერასთან” დადებული ხელშეკრულება გააუქმა და 2005 წლის 15 მარტს “აზოტის” პრივატიზებისთვის ახალი პროცესი დაიწყო.

სწორედ ამის შემდეგ, 2005 წლის ივნისში იწყება სს  „აზოტის“ გაკოტრების საქმე და ადრე, ამ კომპანიის საკუთრებაში არსებული ქარხანა სს ”ენერჯი ინვესტის“ საკუთრებაში გადავიდა, 20 მლნ დოლარის სანაცვლოდ. კომპანიაში 58% მაშინ რუსული „ინტერგაზინვესტის“ და „ინტერინვესტის“ საკუთრებაში იყო. 2010 წლის აპრილში სააქციო საზოგადოება „ენერჯი ინვესტში“ საგადასახადო სამსახური შევიდა. მალე დაიწყო „ენერჯი ინვესტის“ გაკოტრების საქმეც, რომელიც  2012 წლის 23 თებერვალს დასრულდა.

2011 წლიდან კი, აზოტის ქარხნის მფლობელი გახდა რომან ფიფია და მისი კომპანია, ლუქსემბურგში დაფუძნებული „აგროქიმ ეს. ეი“. 2016 წლის სექტემბერიში  კი, საზოგადოებამ გაიგო, რომ "რუსთავის აზოტს" ახალი მფლობელი ჰყავდა -  EU INVESTMENT-ი. ამ საქმესთან დაკავშირებით რომან ფიფიას რამდენიმე დავა აქვს.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023