გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა
გაგრძელდება თუ არა ფქვილის ფასის სუბსიდირების პროგრამა სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით მხარეებს შორის სამინისტროს დონეზე შეხვედრა უკვე გაიმართა, გადაწყვეტილების მიღება კი მთავრობის კომპეტენციაა.
ფქვილის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესაბამის სტრუქტურებთან აქტიურად მიმდინარეობს. ხორბლის სუბსიდირების საჭიროება ქვეყანაში მას შემდეგ დადგა, რაც მეპურეებისთვის 1 ტომარა ფქვილის ფასმა 53 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა. პირველ ეტაპზე საბაზრო ფასი 61 დან 65 ლარამდე მერყეობდა, ახლა კი 67-68 ლარია. პურზე ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ერთ ტომარა ფქვილს 15 ლარით ასუბსიდირებს.
ფასების მატების დაზღვევა წესით მარტის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით მექანიზმის შეჩერება ქვეყანაში პურის 15-20 თეთრით გაძვირდებას გამოიწვევს.