ბიზნესი
16/11/2020

გადავწყვიტეთ არ დავიხუროთ, გაჩერების შემთხვევაში რისკი რომ ვერ გავიხსნათ უფრო მეტია - Wine Not

ღვინის ბარი და მაღაზია Wine Not-ი პანდემიის და შეზღუდვების მიუხედვად მუშაობას აგრძელებს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ნინო აბულაძემ "ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, დახურვის გადაწყვეტილება არ განხილულა, რადგან შემდეგ მისი განახლება საკმაოდ რთული იქნება.

მისი ინფორმაციით, ამჟამად კომპანიის შემოსავალი გასულ წელთან შედარებით თითქმის განახევრებულია.

„რეგულაციების გამო შეგვეცვალა მუშაობის სპეციფიკა, ანუ კორონა პანდენიიის გათვალისწინებით აქცენტი მაღაზიაზე გავაკეთეთ, ავამოქმდეთ ონლაინ მიტანის სერვისიც. ახლა 21:00 საათამდე ვმუშაობთ, პანდემიამდე კი, ძირითადად, 21:00 საათის შემდეგ სტუმრობდა ბარს ხალხი.

რაც შეეხება მაღაზიას, შევცვალეთ სამუშაო საათები, ვიხსნებით დღის პირველ ნახევარში. ამოვაგდეთ ღონისძიებების ნაწილი, სადაც უფრო მეტი აქცენტი ბარზე გვქონდა, ვაწყობდით სხვადასხვა ღონისძიებას, შოუს და ასე შემდეგ.ვცდილობთ სამუშაო ადგილების გარეშე არ დავტოვოთ თანამშრომლები და სპეციფიკაც შესაბამისად შევცვალეთ, რათა კრიზისისთვის ფეხი აგვეწყო. 

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასე უბრალოდ არ დავიხუროთ და ვიმუშაოთ, რადგან გაჩერების შემთხვევაში მეტი რისკები არსებობს იმაზე, რომ ვერ გავიხსნათ. შესაბამისად, ჩავრთეთ კრიზის მენეჯმენტი და ვცდილობთ, გადავრჩეთ,“ - აცხადებს ნინო აბულაძე.

მისი განცხადებით, ბარი აქამდე მუშაობას ლოიალური და ერთგული მომხმარებლის ხარჯზე ახერხებს.მისივე ინფორმაციით, პანდემიამდე Wine Not-ის სტუმრების 50% უცხოელი ტურისტი იყო. კომპანია დაახლოებით 100-მდე მცირე, საოჯახო ტიპის მარანთან თანაშრომლობს.

 „ძალიან კარგი ხარისხის ღვინოები გვაქვს, გვყვავს საქართველოში ნომერი პირველი სომელიე თაზო თამაზაშვილი, რომელმაც  ღვინის ბარათი შეგვიდგინა. ბარში და მაღაზიაში სასმელი მისი რეკომენდაციით შეგავქვს. ძალიან ბევრი კომპანიის სურვილია ჩვენს ბარში განთავსდეს მისი ღვინო, თუმცა,ბევრისვის უარიც გვითქვა,რადგან ჩვენ აქცენტს არ ვაკეთებთ ინდუსტრიული წარმოების ღვინოზე, დიდ მწარმოებლებზე.ჩვენთან იყიდება ის ღვინო, რომელსაც ვერ ნახავთ ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში. არის საკმაოდ მაღალი ხარისხის “-აცხადებს  ნინო აბულაძე.