ბიზნესი
26/10/2020
გადაუვადდება თუ არა ბიზნესს საშემოსავლო და ქონების გადასახადები - მთავრობა მსჯელობს
გადავადდება, თუ არა კერძო სექტორისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადები - ამ საკითხზე მთავრობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს რესურსები მწირია და ის განსაკუთრებული საჭიროებების მიხედვით გადანაწილდება.
„ბიზნესთან შეხვედრაზე რა საკითხებიც განიხილეს, ბუნებრივია, ამაზე მსჯელობა გრძელდება. თუმცა, პრემიერმაც აღნიშნა არაერთხელ, რომ რესურსები მწირია და მაქსიმალურად ვცილოდბთ, რომ იქ, სადაც განსაკუთრებული საჭიროებაა, პირველ რიგში, ის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, თუმცა ამ საკითხებზე კომუნიკაცია გრძელდება“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.