ბიზნესი
25/10/2020

გადამზიდავ კომპანიებს მოთხოვნა მკვეთრად გაეზარდათ - "ფოსტალონი" გაფართოებას გეგმავს

პანდემიის პერიოდში ამანათების გადამზიდავ კომპანიებს მოთხოვნა მკვეთრად გაეზარდათ.

საერთაშორისო გადაზიდვებზე მომუშავე კომპანია „ფოსტალონში“ ამბობენ, რომ კორონაირუსის ფონზე გაფართოვება და ახალი თანამშრომლების დამატება გადაწყვიტეს, კომპანია ამ ეტაპზე ამანათების გადაზიდვას ამერიკიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან ახორციელებს, თუმცა დაწყებულია მოლაპარაკებები ბრიტანეთის, პოლონეთისა და დუბაის მიმართულებების დამატებაზეც.

ახალი სერვისების შეთავაზებასთან ერთად, ფოსტალიონმა განხორციელდა რებრენდინგიც.

როგორც "ფოსტალონის" აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, კომპანიის შარშანდელი წონის მაჩვენებელი გაიზარდა 40%-ით, რისთვისაც კომპანია მზად აღმოჩნდა.

"2015 წლიდან ვთანამშრომლობთ 5 რეგიონთან ესენია თელავი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, გორი. საკმაოდ კარგი მომართვიანობა არის და ეს მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება ", - განმარტავს კონსტანტინე ღოღობერიძე.

კომპანია ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა.