ბიზნესი
30/07/2020

"ფრონტერას მცდელობა ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას, უსუსურია"

ნათია თურნავამ "ფრონტერასთან" დაკავშირებით კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიათან დაკავშირებით გადაწყვეტილება დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, ხელისუფლებამ იმიტომ მიიღო რომ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას აფასებს. "ვუფრთხილდებით იმ საინვესტიციო გარემოს, იმ იმიჯს, რაც გააჩნია საქართველოს", - განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანიასთან ურთიერთობის გაგრძელებას საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად სთავაზობს.

თურნავას შეფასებით, „ფრონტერას“ ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, არის უსუსური და არაფრის მომცემი. „კომპანიის ასეთი მცდელობებით მორიგი შედეგი დადგება ის, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, ზოგიერთი კონგრესმენი, რადგან არასწორი, მცდარი ინფორმაცია იქნება მათთვის მიწოდებული „ფრონტერასა“ და მათი ლობისტების მხრიდან“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.