ბიზნესი
15/09/2020

ფრინველის ხორცის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა

ტექნიკური რეგლამენტი ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ძალაში ხელახლა 1-ელი ოქტომბრიდან შევა. ეს ნიშნავს, რომ საშეღავათო პერიოდი, რომლის აუცილებლობაც კორონავირუსის პანდემამ გამოიწვია, დასრულდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მომხარებელთა უფლებების დასაცავად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ფრინველის ხორცის იმპორტიორებთან და ადგილობრივ მწარმოებლებთან მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შევიმუშავეთ დადგენილება, რომელიც პროდუქციაში წყლის შემცველობას ამცირებდა. გაზაფხულზე, როდესაც სასურსათო უზრუნველყოფას საფრთხე შეექმნა და პროცესები ხელით მართვით რეჟიმზე გადავიდა, იმპორტისთვის პოზიციები გავამარტივეთ, თუმცა დროებით. 1-ელი ოქტომბიდან ძალაში შევა სტანდარტული რეგლამენტი, რომელიც თითოეულ იმპორტიორს დაავალდებულებს სახელმწიფოში მოქმედი რეგულაციის ფარგლებში შემოიტანოს ხორცი. საშეღავათო პერიოდის გაგრძელებაზე საუბარი არ არის,“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფრინველის ხორცზე კონტროლი 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან გაამკაცრა და მიიღო დადგენილება, რომელიც გაყინული ქათმის რეალიზაციის შესაძლობლობას მხოლოდ 5%-იანი წყლის შემცველობის შემთხვევაში იძლეოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023