ბიზნესი
30/11/2020

“ფრესკო“ მოიჯარეებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

კომპანია “ფრესკო“ ყველა მის მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრში განთავსებულ მოიჯარეებს, რომლებსაც სახელმწიფო დადგენილების თანახმად შეეზღუდათ ფუნქციონირება, კვლავ ათავისუფლებს იჯარის გადასახადისგან.
 
“ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და გვერდში ვუდგებით ყველა პარტნიორს კრიზისის დაძლევაში.ყველა ის ობიექტი (სააფთიაქო ქსელი, ფინანსური მომსახურების გამწევი ობიექტები და სხვა), რომელიც არ ექვემდებარება შეზღუდვას, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას“-აცხადებენ „ფრესკოში“.