ფრენების აკრძალვამ საავიაციო ნავთის იმპორტი 83%-ით შეამცირა
COVID-19-ისა და ფრენების აკრძალვის ფონზე, საავიაციო ნავთის იმპორტი მკვეთრ მინუსებს აჩვენებს.
2020 წლის აგვისტოში საქართველოში 2,3 ათასი ტონა საავიაციო ნავთია იმპორტირებული, ეს წლიური 82%-ით ნაკლებია. მაჩვენებელი შემცირებულია ივლისთან შედარებითაც, 58%-ით.
აგვისტოში საავიაციო ნავთის იმპორტის 65,2% განხორციელდა თურქმენეთიდან, 34,8% კი - თურქეთიდან.
წლის 8 თვეში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 38,5 ათასი ტონა, რაც 49%-ით ნაკლებია ვიდრე 2019 წლის იანვარ-აგვისტოში.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება დაკავშირებულია COVID-19-დან გამომდინარე საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. "ნავთობპროდუქტების ბიზნეს-ინდუსტრიაში აღნიშნულმა სექტორმა მიმდინარე წელს ყველაზე დიდი ზარალი განიცადა პანდემიის გამო", - განმარტავენ კავშირში.