ბიზნესი
25/11/2020

ფოთის თიზ-ში ჩაფხუტის შლემების და სათხილამურო ნიღბების წარმოება დაიწყება

ფოთის თიზ-ში ჩაფხუტის შლემების, სათხილამურო და სხვა დანიშნულების ნიღბების წარმოება დაიწყება.

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია „ფარგინი“ უკვე დარეგისტრირდა.  ნედლეული ძირითადად ჩინეთიდან შემოვა, ხოლო საბოლოო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდება ძირითდად პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

საწარმო მოეწყობა ფოთის თიზ-ში მდებარე 559 კვ.მ სასაწყობე ფართში 2021 წლის თებერვალში დაგეგმილია სხვადასხვა სამკერვალო დანადგარების შემოტანა და მონტაჟი.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 1,5 მლნ ლარია.