ბიზნესი
11/06/2020
ფოთის პორტმა 5 თვეში 102 301 TEU კონტეინერი გადაამუშავა
ფოთის პორტმა 5 თვეში 102 301 TEU სავსე კონტეინერის გადამუშავებაზე განაცხადა.
იმპორტული და საექსპორტო კონტეინერებით საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანისამოსი თუ სხვადასხვა სახის ტვირთების მოძრაობა მოხდა.
მაისის დასაწყისში, ”ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ #2 საოპერაციო ცვლამ კონტეინერების გადამუშავების რეკორდიც დაამყარა, ცვლაში გადაამუშავა 628 კონტეინერი, რაც 2 ამწით მუშაობის პირობებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ფოთის საზღვაო ნავსადგურის ისტორიაში.
4 თვის მონაცემებით, კი, ფოთის ნავსადგურს 140 089 TEU კონტეინერი ჰქონდა გადამუშავებული, რაც მოიცავს როგორც სავსე, ასევე ცარიელ კონტეინერებს.