ბიზნესი
25/03/2020

ფოთის პორტი სრული დატვირთვით მუშაობს

ფოთის პორტი სრული დატვირთვით მუშაობს, კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიამ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე მხოლოდ ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი გადაიყვანა.

როგორც პორტის წარმომადგენელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ ეტაპზე მომხმარებლებს ყველა ნავმისადგომი შეუზღუდავად ემსახურება.

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით. კომპანიამ, რა თქმა უნდა, უკვე მიიღო შესაბამისი ზომები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილი დისტანციურად მუშაობს. პორტს ნამდვილად არ ვაჩერებთ და არც ვაპირებთ რომ გავაჩეროთ.“- აღნიშნეს ფოთის პორტში.

Businesspartner