ბიზნესი
09/07/2020

Ferrero-ს ქართული ბიზნესი

Ferrero-ს ქართული ბიზნესი - აგრიჯორჯიამ ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა.

თხილის პლანტაციების მფლობელმა კომპანიამ 2019 წელს 13.84 მლნ ლარის შემოსავლი მიიღო, 45%-ით მეტი ვიდრე 2018 წელს. შემოსავლის ზრდის მიზეზი რეგიონის ბაზარზე თხილის ფასებისა და გაყიდვების მოცულობის ცვალებადობა გახდა. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიის შემოსავლები დიდწილად არის დამოკიდებული რეგიონალურ ბაზარზე თხილის ფასების ცვალებადობაზე, სადაც თურქეთი წარმოადგენს მთავარ მოთამაშეს ფასების განსაზღვისას.  

კომპანია ფინანსურ ანგარიშში მიუთითებს, რომ გასაყიდმა ფასმა შესაძლოა მკვეთრი რყევა განიცადოს წლიდან წლამდე, რაზეც შეზღუდული კონტროლი აქვს კომპანიას.

კიდევ ერთი გამოწვევა ვალუტის კურსის ცვალებადობის გავლენაა.

„ის ფაქტი, რომ აგრიჯორჯიას არსებითი შესყიდვები და პროდუქციის გაყიდვები ევროში ხორციელდება, ასევე ზეგავლენას ახდებს კომპანიაზე იყოს დაქვემდებარებული სავალუტო კურსების ცვალებადობაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

2019 წელს, კომპანიას წმინდა ზარალი 1.7-ჯერ შეუმცირდა. ზარალის მოცულობა 39.1 მლნ ლარი იყო, მაშინ როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 67 მილიონს აღემატებოდა. შემცირება კომპანიის პლანტაციების ოპტიმიზაციის პროგრამას უკავშირდება. პროგრამა მიზნად ისახავს 2,000 ჰექტარის მაქსიმალურად გამოყენებას და იმ 1,5 ჰექტარი პლანტაციის ექსპლუატაციიდან ამოღებას, რომლებზეც მოსავლიანობის მიზნები არ მიიღწევა.

„აგრიჯორჯია“ Ferrero Trading LUX S.A-ს შვილობილია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ადგილობრივ თხილის ბიზნესში. კომპანიას ძირითადად მოჰყავს ქართული და იტალიური შერჩეული ჯიშები სხვა ევროპულ ჯიშებთან ერთად.

 

Businesspartner