ბიზნესი
25/03/2020
fastjobs.ge – პორტალი მათთვის ვინც კორონავირუსმა უმუშევარი დატოვა
ონლაინ სივრცეში დასაქმების ონლაინ პლატფორმა შეიქმნა. დისტანციურად დასაქმების პორტალი www.fastjobs.ge შეიქმნა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებმაც კორონა ვირუსის გამო დაკარგა ყოველდღიური შემოსავალი.
იდეის ავტორები წერენ, რომ პლატფორმა ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს თავისი ცოდნა და უნარები (მაგ.: თარგმნა, პრეზენტაციის მომზადება, დიზაინი და ა.შ.) პოტენციურ დამსაქმებელთან დასაკავშირებლად.
www.fastjobs.ge დარეგისტრირდებიან ის ადამიანები ან კომპანიები, რომლებსაც სჭირდება ასეთი დისტანციური მომსახურება.