ფართომასშტაბიანი მარათონი კონტენტის შემქმნელებისთვის საქართველოში: Rakuten Viber-მა Viber Camp-ის გამარჯვებულები გამოაცხადა
დასრულდა Viber Camp, უნიკალური პროექტი ქართველი მომხმარებლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონტენტის შემქმნელთა უნარების განვითარებას. ის 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდა: ამ ხნის განმავლობაში პროექტში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ასეულმა მონაწილემ, ყველა მიმართულების კონტენტის შემქმნელმა საქართველოდან და ისინი Viber-ზე საკუთარი არხები შექმნეს. არხების პოპულარულ თემებს შორის იყო - სიახლეები, საკვები, მოგზაურობა, შოპინგი, მანქანები, სამუშაო, ცხოვრების წესი, სპორტი, ფოტოგრაფია და მრავალი სხვა. პროექტის ფარგლებში, სპეციალური Viber Camp ჩატბოტს შეუერთდა 20 ათასზე მეტი მომხმარებელი საქართველოდან.
მარათონის ფინალურ ეტაპზე მონაწილეებიდან 3 გამარჯვებული აირჩიეს: Viber-ის მომხმარებლებმა უნიკალურ ჩატბოტში ხმის მიცემის გზით აირჩიეს ერთი გამარჯვებული, ხოლო ორი გამარჯვებული Viber Camp-ის გამოცდილი მენტორების მიერ გამოვლინდა.
Viber Camp-ის სამი გამარჯვებული:
მენტორების არჩევანი:
- David Kenchadze
- ყიდვა გაყიდვა გაქირავება
მომხმარებელთა არჩევანი:
პროექტის დასასრულს სამი გამარჯვებული დაჯილდოვდა: თითოეულმა მიიღო Viber არხის პოპულარიზაციისთის, $20 000 ღირებულების ბიუჯეტი და დამატებითი პრიზი -iPad Air 5 Gen.
რაც შეეხება დანარჩენ შვიდ ფინალისტს, საკუთარი Viber არხის პოპულარიზაციისთის, დაახლოებით, $5 000-ის ბიუჯეტი ერგოთ.
Viber Camp-ის გამარჯვებულები, მარათონთან და ზოგადად, Viber-თან დაკავშირებით, თავიანთ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ:
დავით კენჭაძე: “Viber Camp, არის შესანიშნავი გზა განვითარდე, როგორც კონტენტის შემქმნელი. მივიღე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია, რომელსაც დღეს საკუთარი ბლოგის მართვისას ვიყენებ. ჩემი Viber არხი ეხმარება ადამიანებს გაუჩნდეთ საინტერესო იდეები მოტივაციასთან, განათლებასთან, შემოსავალთან და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით. ჩემი მიზანია ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარო. მე დიდი ხანია მაქვს Viber და მთელი ჩემი კომპანია იყენებს ამ აპლიკაციას, ამიტომ მისი ფუნქციები ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო, თუმცა Viber Camp-მა მომცა ისეთი უნარები და რჩევები, რომლებიც ჩემთვის სრულიად ახალი იყო. Viber არის ძალიან კარგი პლატფორმა სხვადასხვა მიზნის მქონე ადამიანების დასახმარებლად და ასევე, შესაძლებელია მისი გამოყენება ბიზნესის სამართავად. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ყველამ გამოიყენოს Viber-ის შესაძლებლობები, რადგან მისი დახმარებით შეუძლიათ უფრო მეტ ადამიანს დაეხმარონ და გაზარდონ თავიანთი შემოსავალი“.
გივი გრძელიშვილი: “Viber არის ერთ-ერთი პოპულარული პლატფორმა საქართველოში, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს. ეს უკანასკნელი, საშუალებას აძლევს კონტენტის შემქმნელებს ადვილად მიაწვდინონ თავიანთი მესიჯი ფართო აუდიტორიას. კონტენტის შემქმნელებს ვურჩევდი გამოიყენონ Viber არხები, რადგან მისი უპირატესობა სწორედ სიმარტივეა, როგორც კონტენტის შემქმნელისთვის, ასევე - აუდიტორიისთვის. არხების გამოყენება სასარგებლოა მაღალი წვდომის მისაღწევად, რაც საშუალებას გვაძლევს გავავრცელოთ ჩვენი გზავნილი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და Viber-ის მომხმარებლებში. ამ კონკურსმა საშუალება მომცა გამეგო Viber-ის შესაძლებლობები, რომლებსაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ“.
მარათონის მსვლელობისას ყველა მონაწილეს უნდა შეესრულებინა 10 თეორიული და პრაქტიკული დავალება - უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად.
დავალებების მიზანი, მონაწილეთა უნარ-ჩვევების ამაღლება იყო: კოპირაითინგის, კრეატიულობის, ტექსტებთან და ვიზუალებთან მუშაობის, კრეატიული თხრობის, აუდიტორიასთან ინტერაქციის და საკუთარი წერის სტილის პოვნის მიმართულებით. ყოველი „გაკვეთილის“ შემდეგ მონაწილეებს უნდა შეესრულებინათ საშინაო დავალება, რათა უკეთ დაემახსოვრებინათ ნასწავლი და გამოეყენებინათ ინფორმაცია პრაქტიკულად თავიანთ არხებზე.
Viber Camp მარათონს ხელმძღვანელობდნენ გამოცდილი მენტორები: გიორგი კონტუაძე - Kraken, Giffer, Burger Inn, Alco Hall-ის თანადამფუძნებელი და ზარენა კანჩევა - Rakuten Viber-ის განვითარების დირექტორი.
მარათონის მენტორების თქმით, Viber Camp იყო შესაძლებლობა მონაწილეებისთვის, რომლებმაც, საკუთარი არხების პოპულარიზაციისთვის, მიიღეს ბევრი სასარგებლო რჩევა და გამოცდილება.
გიორგი კონტუაძე: “Viber Camp მარათონი Viber-ის ქართველი მომხმარებლებისთვის არხის მენეჯმენტში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი გზა იყო. ასობით მომხმარებელმა შექმნა საკუთარი არხი და შემოგვიერთდა მარათონში მონაწილეობის მისაღებად. ათივე დავალება, ძალიან სასარგებლო იყო თითოეული მონაწილისთვის. ვფიქრობ, Viber Camp-ის მარათონთან ერთად, სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო ქართველი კონტენტის შემქმნელებისთვის და თითოეულ მონაწილეს მიეცა შემოქმედებითი განვითარების, უნარების ამაღლებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებულები ძალიან კარგად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და გარკვეული დროის შემდეგ გავიგებთ მათი წარმატებისა და წინსვლის შესახებ. მიხარია, რომ მომეცა საშუალება ამ პროექტში მონაწილეობა მიმეღო და ჩემი გამოცდილება სხვა ქართველი კონტენტის შემქმნელებისთვის გამეზიარებინა“.
Viber Camp-ის მენტორი ზარენა კანჩევა ამბობს, რომ Viber Camp მარათონი იყო საინტერესო ექსპერიმენტი კონტენტის შემქმნელებისთვის:
“ეს კრეატიული მარათონი დაიგეგმა, როგორც ექსპერიმენტი, რათა „არხებთან“ დაკავშირებით შეეფასებინა ოსტატებისა და აუდიტორიის რეაქცია. მოხარული ვარ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ასობით ახალი არხი საქართველოში სტაბილური ზრდითა და ჩართულობით, რაც ნამდვილად შთამაგონებელია და მიანიშნებს ბაზართან შესაბამისობასა და შექმნილ ღირებულებაზე. წარმატების მთავარი ფაქტორი იმალება უნიკალური შემოქმედებითი სტრატეგიისა და ფართო აუდიტორიაზე მყისიერი წვდომის კვეთაში, რაც, შესაბამისი ინტერესების არხებში, ერთგული მომხმარებლების ზრდადი რაოდენობის წინაპირობაა. ყველა კონტენტის შემქმნელისთვის, ჩემი რჩევაა, რომ აღმოაჩინონ და აითვისონ თავიანთი ორიგინალური სტილი, მუდამ გამოცადონ ახალი შესაძლებლობები გამომწერებთან ინტერაქციისთვის“.
Rakuten Viber-ის შესახებ:
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებებისა და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.