ბიზნესი
22/08/2021

ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობები - EUGBC-ი გორში სემინარს მართავს

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არსებულ შესაძლებლობებზე სემინარები ტარდება.

სემინარებს „ევროპის ფონდის“ მხარდაჭერით „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ (EUGBC) ატარებს. შეხვედრები ამჯერად, გორში იმართება. 23-24 აგვისტოს (11:00 საათიდან-17:00 საათამდე) სემინარს სასტუმრო „როიალ ჰაუსი“ მასპიძლობს.

შეხვედრის მიზანია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო ფართოდ გაეცნოს ევროკავშირი-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს, რათა მათ გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქციის ექსპორტისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ევროპის ფონდისა“ და EUGBC-ის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას DCFTA-ის შესახებ.

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი DCFTA-ის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რათა ადგილობრივ დონეზე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმა  ეს შესაძლებლობები  საკუთარი ბიზნესის გაძლიერების მიზნით გამოიყენონ“ - აცხადებს „ევროპის ფონდის“ პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სემინარზე დასასწრებად უნდა დაადასტურონ მონაწილეობა ელ. ფოსტაზე  [email protected] ან ტელეფონზე +995 599516475. მონაწილეებს შეეძლებათ უფასო სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირება სასტუმრო „როიალ ჰაუსში“, 23 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან -10:50 საათამდე. სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია ტესტის გარეშე სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023